სერგი კაპანაძე კობახიძეს - იქნებ მოუწოდოთ შსს-ს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც შეიყვანოს

იქნებ ერთობლივად კიდევ ერთხელ მოუწოდოთ შსს-ს, პროკურატურას, მთავრობას ზოგადად, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებისა, ასევე შეიყვანონ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ირაკლი კობახიძეს მიმართა.

კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს იმის შესახებ დაუსვა კითხვა, რატომ არ არიან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსეთის ფედერაციის ის მოქალაქეები შეყვანილი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

კითხვის დასმისას მამა დავითის (დურგლიშვილის) გატაცების ფაქტსაც გაუსვა ხაზი.

„რეზოლუციაში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში უნდა შესულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებულნი არიან ამ კუთხით. თუმცა დღემდე, არცერთი ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და მსახურობს ან რუსეთის საოკუპაციო ძალებში, ან „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო ძალებში, არ არის ამ სიაში შეყვანელი.

გუშინ მოხდა ასეთი ბოლო ფაქტი. სასულიერო პირი დააკავეს სოფელ ნიქოზში. ვიცით, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად რუსმა ოკუპანტებმა ანუ რუსეთის ფედერაციის ძალებში მომსახურე ადამიანებმა დააკავეს, თუმცა არცერთი მათგანის წინააღმდეგ არაფერი არ არის გაკეთებული. კითხვა მაქვს თქვენთან: რამდენად სწორია ეს? ეთანხმებით თუ არა ამ მიდგომას? თუ არ ეთანხმებით, იქნებ ერთობლივად კიდევ ერთხელ მოუწოდოთ შსს-ს, პროკურატურას, მთავრობას ზოგადად, რომ იფიქრონ იმაზე, რომ ამ სიაში გარდა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებისა, ასევე შეიყვანონ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც,“ - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა