ზაზა ხუციშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს, განხორციელდეს მონიტორინგი, რა შედეგები მოჰყვა კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით “მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა ხუციშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს, განხორციელდეს მონიტორინგი, თუ როგორი კონკრეტული შედეგები მოჰყვა კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით “მაუწყებლის შესახებ“ კანონში განხორცილებულ ცვლილებებს.

შესაბამისი განცხადება ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა მიმდინარებს.

“როდესაც ჩვენ ვიღებდით “მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, იყო ძალიან ბევრი კითხვა კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით. მაშინ ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თემას მონიტორინგს გავუწევდით. პირადად ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი რთულად მიღებული გადაწყვეტილება. ბევრმა არგუმენტმა, მათ შორის ევროპულ მაუწყებელთა კავშირის თავმჯდომარის პოზიციამ თავისი ზეგავლენა მოახდინა. ჩემი თხოვნაა, გავუწიოთ მონიტორინგი, როგორი ზემოქმედება ჰქონდა ჩვენს მიერ მიღებულ კანონს და რა გავლენა იქონია მან სარეკლამო ბაზარზე“, - მიმართა ხუციშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო