ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი კობახიძეს - თვლით თუ არა, რომ საპენსიო რეფორმას ისეთივე გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, როგორიც ჰქონდა აქციზის გაზრდას?

თვლით თუ არა, რომ საპენსიო რეფორმას ისეთივე გამაღარიბებელი ეფექტი ექნება ჩვენს საზოგადოებაზე, როგორიც ჰქონდა აქციზის გაზრდას?“ - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომელიც წლიურ ანგარიშს წარადგენს. უმცირესობის წარმომადგენელმა თავის კითხვაში ხაზი გაუსვა აქციზის გაზრდის გამო საწვავზე ფასის მატებას, რაც მისი თქმით, ქვეყანაში სიღარიბის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი გახდა.

„დაგროვებითი პენსიის რეფორმა, რომელიც თქვენ შემოიღეთ ასევე ირიბად არის გადასახადების გაზრდა. თვლით თუ არა, რომ მას ისეთივე გამაღარიბებელი ეფექტი ექნება ჩვენს საზოგადოებაზე, როგორი გამაღარიბებელი ეფექტიც ჰქონდა აქციზის გაზრდას, როდესაც აქციზი გაზარდეთ 2016 წლის ბოლოს და 2017 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვუყურებთ საწვავზე მაღალ ფასებს, რაც ამ ქვეყანაში სიღარიბის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი გახდა,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს