ანა დოლიძე - პოლიტსაბჭოს განცხადება არაადეკვატურია - „ოცნება“ ცდილობს  მარტივი ხრიკით გამოძვრეს და თქვას, რომ ყველა ბუჩქის უკან „ნაცმოძრაობა“ ზის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება არაადეკვატურია. „ოცნება“ ცდილობს ძალიან მარტივი ხრიკით გამოძვრეს და თქვას, რომ ყველა ბუჩქის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ ზის,- ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

როგორც დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა, რადგან მათ მუდმივად მიუთითონ განვლილ 9 წელზე.

„ეს განცხადება არის არაადეკვატური. როგორც ყველა სხვა პრობლემასთან მიმართებაში, იქნება ეს ჭიდაობის ფედერაცია, სარალიძის საქმე თუ სასამართლო, აქაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ძალიან მარტივი ხრიკით გამოძვრეს და თქვას, რომ ყველა ბუჩქის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ ზის. რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ ხერხი, რომ რეალური პრობლემიდან გადაიტანონ ყურადღება „ნაციონალურ მოძრაობაზე“. რეალური პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოში გაბატონებულია „კლანი“ და ეს კლანურობა უკვე ძალიან ბევრ სფეროს ახასიათებს და არამარტო სასამართლოს. როგორც ჩანს, ეს „კლანი“ ატარებს ვიღაცის ინტერესებს და ამიტომ იცავს მას ხელისუფლება. ხრიკი, რომ ყველა პრობლემასთან მიმართებაში გადაიტანონ ყურადღება „ნაცებზე“ აჩვენებს, რომ თავად „ოცნებას“ ძალიან აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა და ძალიან ეშინია არ გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ ექნება ბიოგრაფიაში სისხლიანი 9 წელი. ასეთი ძალა დაასრულებს სწორედ „ქართული ოცნების“ არსებობას. ამიტომ, არის თუ არა სადმე „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ამისა, ისინი თავადვე აძლიერებენ მას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის შესაძლებლობა სისხლიან 9 წელზე მითითების“,- განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში განცხადება გაავრცელა. განცხადებაში პარტიის პოლიტსაბჭო სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ საუბრობს და ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოუწოდებს, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა