გიგა ბოკერია კობახიძეს - არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ საქმიანობის შეფასებისას საკუთარ თავს მიწაში ჩადებდით, თუმცა პრობლემებზე რომ არაფერი გითქვამთ, ამას ჩვენც კი არ მოველოდით

თქვენ მართლა არ მიგაჩნიათ პრობლემად ის, რომ კონსტიტუციის შესახებ ვერ შედგა კონსენსუსი მმართველ გუნდსა და მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, მთელ საზოგადოებას, სამოქალაქო სპექტრს შორის? - ასეთი კითხვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სპიკერ ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომელიც პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ბოკერიას განცხადებით, კონსტიტუციის საკითხზე მმართველი გუნდი აბსოლუტურად არის გარიყული დანარჩენი პოლიტიკურ სპექტრისგან და საზოგადოებისგან.

„მესმის, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ საკუთარი გუნდის და საკუთარი მოღვაწეობის შეფასებისას მიწაში ჩადებდით საკუთარ თავს და იტყოდით, რომ არაფერი გამოგივიდათ, მაგრამ ის, რომ პრაქტიკულად არაფერზე გითქვამთ რაღაც ჩაგივარდათ და რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვთ, ამას ჩვენც კი არ მოველოდით. თქვენ კონსტიტუცია ახსენეთ და აქ ტრიუმფალური გამოსვლები იყო. მე მაინტერესებს, რომ გარკვევით გვითხრათ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ და საზოგადოებას, თქვენ მართლა არ მიგაჩნიათ პრობლემად ის, რომ კონსტიტუციის შესახებ ვერ შედგა კონსენსუსი მმართველ გუნდსა და მთელ დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, მთელ საზოგადოებას, სამოქალაქო სპექტრს შორის? მიუხედავად იმისა, შინაარსში ვინ რა პოზიციაზე ვართ, ეს რომ პრობლემაა, ამას არ აღიარებთ? მე მესმის, არჩევნები იმისთვის ტარდება, რომ ვინც მოიგებს, არის უმრავლესობაში და იღებს გადაწყვეტილებებს, ოპოზიციას კი ეს არ მოსწონს, მაგრამ კონსტიტუცია ისეთი დოკუმენტია, სადაც ამოცანაა, რომ ის რაღაც საერთო თანხმობის საგანი იყოს. ეს პრობლემადაც კი არ გიხსენებიათ. კონსტიტუცია ისე არის მიღებული, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, პროპორციული არჩევნები, სადაც თქვენ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გარიყული ხართ დანარჩენი პოლიტიკურ სპექტრისგან და საზოგადოებისგან. მესმის, რომ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, მაგრამ ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ?“- განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე გააკრიტიკა პარლამენტის რეგლამენტი და აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები იგნორირებას უკეთებდნენ ძველ რეგლამენტს და ეს ახალ რეგლამენტთან დაკავშირებითაც გრძელდება.

„მეორე „წარმატებაა“ რეგლამენტი. ერთი სიტყვა არ გითქვამთ იმაზე, რომ ორი წლის განმავლობაში იქამდე არსებულ რეგლამენტს თქვენი მთავრობის, ივანიშვილის გუნდის წევრები უტიფრად არღვევდნენ, პარლამენტს დემონსტრაციულად უკეთებდნენ იგნორირებას. შემდეგ მიიღეთ ახალი რეგლამენტი, თუმცა ძალიან ცუდი პრეცედენტი დაუშვით და ახალი რეგლამენტიც ეგრევე დაარღვია შინაგან საქმეთა მინისტრმა. დავიბარეთ და არ მოვიდა კომიტეტზე“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საკითხზე ოპოზიციის უმრავლესობით კომისიით შექმნა სწორი პრეცედენტი იყო.

„ეს პოზიტიური მაგალითია, მაგრამ პრობლემა ისაა, თუ მერე რას აკეთებს პარლამენტი ამ საქმეზე, მიჰყვება თუ არა ამ საქმეს? ხორავის ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის დასკვნის სრული იგნორირება მოხდა, რას აკეთებს ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა? ისევე როგორც ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე, ეს აბუჩად აგდების დამოკიდებულებაა მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა