ლაშა დარსალია - ოკუპირებული რეჟიმების დაკავშირება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაუშვებელია - შეთანხმება ორმხრივი დოკუმენტია და ეხება ტვირთბრუნვის მონიტორინგს

ოკუპირებული რეჟიმების დაკავშირება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან მიუღებელია და დაუშვებელია, შეთანხმება ორმხრივი დოკუმენტია და ეხება მხოლოდ ტვირთბრუნვის მონიტორინგს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ერთობლივი კომიტეტის სხდომა დაიგეგმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ნეიტრალური შვეიცარიული მხრიდან.

„2011 წლის შეთანხმებით კონკრეტულადაა განსაზღვრული თუ სად უნდა განთავსდეს შვეიცარიული კომანიის ტერმინალები. ქართული მხარე ამ მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით. არსად არ განიხილება შვეიცარიელი მებაჟეების განლაგება საქართველოში. საუბარია მხოლოდ კერძო შვეიცარულ კომპანიაზე, რომელიც განახორციელებს საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ოკუპირებული რეჟიმების დაკავშირება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან მიუღებელია და დაუშვებელია. 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შეთანხმება - ორმხრივი დოკუმენტია და ეხება მხოლოდ ტვირთბრუნვის მონიტორინგს.

ამასთან, მოგეხსენებათ, რომ 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ერთობლივი კომიტეტის სხდომა დაიგეგმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები საქართველოდან, რუსეთიდან და ნეიტრალური შვეიცარიული მხრიდან. დღის წესრიგის მიხედვით დამტკიცდება კომიტეტის მოქმედების წესები. საუბარი შეეხება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. საქართელოს დელეგაცია, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყებების წარმომედგენლებისგან (შემოსავლების სამსახური, შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო), მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და გამოთქვამს რუსეთის მხრიდან ანალოგიური მიდგომის იმედს“, - განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ამ თემის ირგვლივ სხვადასხვა სახის სპეკულიაციას, მათ შორის მესამე ქვეყნების ტვირთების შესაძლო ტრანზიტს, საკითხის წამოწევის შემთხვევაში, საქართველოს დელეგაცია მკაფიოდ დააფიქსირებს ნეგატიურ დამოკიდებულებას თემის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით და მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის უპირობო დაცვას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა