ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის რესურსი არ არსებობდა

„ჩვენი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არ არსებობდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის რესურსი,“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიას შეკითხვას კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით. უმცირესობის დეპუტატმა კობახიძეს იმის თაობაზე ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრობლემად კონენსუსის არ არსებობა ქვეყნის მთავარ დოკუმენტთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბოკერიას კითხვის პასუხად განაცხადა, ის ამის პოლიტიკურ რესურსს ვერ ხედავდა.

„რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენა იყო, რომ კონსენსუსი ვერ შედგა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, თუმცა მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არ არსებობდა კონსენსუსის რესურსი. ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. იყო ბევრი კრიტიკა ამ კონსენსუსთან დაკავშირებით, მათ შორის წინა პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან, თუმცა შემდეგ როდესაც პარლამენტის წინა ხელმძღვანელობას დაუსვეს კითხვა, რატომ ვერ განახორციელა წინა მოწვევამ საკონსტიტუციო რეფორმა, პასუხი იყო მარტივი - არ იყო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსენსუსის რესურსი. თუ არ იყო ამის რესურსი 4 წლის წინ, საიდან იყო ეს რესურსი მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობის დროს?

არ იყო სამწუხაროდ, ამის პოლიტიკური რესურსი და შესაბამისად, ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ შედეგად მივიღეთ ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია საპარლამენტო მმართველობით, რომელიც გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარიზმის ნებისმიერი სახით დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმნიშვნელოვანესი მიღწევა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა