თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკაში ოჯახური ძალადობის მაჩვენებლის ზრდა მსხვერპლთა მიმართვიანობამ გამოიწვია

საქართველოს პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკაში ოჯახური ძალადობის მაჩვენებლის ზრდა უწყებისთვის მსხვერპლთა მიმართვიანობამ გამოიწვია.

როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის.

„სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ზრდა არის ოჯახში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაში. მე ამას უარყოფითად არ შევაფასებ იმიტომ, რომ ოჯახური ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის დანაშაული, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. წლების განმავლობაში მათი რეგისტრირება და იდენტიფიცირება არ ხდებოდა, რადგან პოლიციას არ მიმართავდნენ მსხვერპლები, არ ენდობოდნენ სახელმწიფოს. ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით გასულ წელს დიდი რაოდენობით არის გაზრდილი მიმართვიანობა, ანუ დანაშაულის გამოვლენა, რაც თავისთავად ცუდი მაჩვენებლი არ არის. რაც შეეხება სხვა კატეგორიის დანაშაულებს, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავად გააკეთებს განცხადებას“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა