თამარ ჩუგოშვილი - გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში თქვენ ხედავდით, რომ გუნდის შიგნით რაღაც დაპირისპირება იყო

არ ვიზიარებ შეფასებას, ყველა, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მართულია ერთი პოლიტიკური ძალისგან, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მისთვის გასაგებია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში გუნდში დაპირისპირება იყო.

„არ ვიცი, რამდენად უნდა შევაფასო ჩემი კოლეგის განცხადება, ეს მისი გადასაწყვეტია. ზოგადად, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და პოტენციურმა დანიშვნებმა, რომელიც უზენაეს სასამართლოში უნდა განვახორციელოთ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია უმრავლესობაში და ჯერ კიდევ არ დაგვიმთავრებია ამ თემებზე დისკუსია. გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თქვენ ხედავდით, რომ რაღაც დაპირისპირება გუნდის შიგნით იყო",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, ჩუგოშვილის თქმით, სამუშაო რეჟიმში უნდა დაბრუნდეს დისკუსია, რადგან ასეთი რყევები ჩვენს ქვეყანას ძალიან აზიანებს.

„ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც პარლამენტმა მიიღო, როდესაც არ დაამტკიცა ნაჩქარევად მოსამართლეთა სია, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოდ იყო შემოთავაზებული, იყო სწორი გადაწყვეტილება და მე ამ აზრზე ვრჩები. ჩვენ გვაქვს ურთულესი პროცესი გასავლელი, კანონი შესაქმნელი, რომელიც სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს შექმნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდეთ და დავიწყოთ ამ კანონპროექტზე მუშაობა. მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შანსს მოგვცემს უზენაესი სასამართლო საუკეთესო მოსამართლეებით დავაკომპლექტოთ. არ ვიზიარებ შეფასებას, ყველა, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ამ პროცესების მიმართ, მართულია ერთი პოლიტიკური ძალისგან. ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კრიტიკული მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს თავისი საფუძველიც გააჩნია. სამუშაო რეჟიმში უნდა დაბრუნდეს დისკუსია, რადგან ჩვენს ქვეყანას ძალიან აზიანებს ასეთი რყევები. სამუშაო რეჟიმში მუშაობა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა და მინდა მჯეროდეს აქამდე მივალ, თუმცა წინ გველოდება მძიმე პროცესი",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. ფოფხაძის თქმით, უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება.

"მე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემს მეგობრებთან ერთად. მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე მათი მხრიდან, ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდეციების მიმართ, რომლებიც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში. ჯერ დანამდვილებით გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი განწყობა იხრება იმისკენ, რომ ხალხთან ბოლომდე ვისაუბრო ყველაფერ იმაზე, რაზეც გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო ვერ ვსაუბრობ“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა