ეკა ბესელია კალაძის განცხადებაზე - ყველას ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს

მე ყველას ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს - მე მგონია, რომ კახა კალაძის განცხადებაც მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან , - ასე პასუხობს ეკა ბესელია „ქართული ოცნების" გენარულური მდივნის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ეკა ბესელიას თქმით, მათ გაიარეს ის გზა, რომელიც სხვა რეგისტრში საუბრის უფლებას აძლევთ.

„გედის და ლევანს დღეს არ გაუღვიძია, როგორც ზოგიერთებს, რომლებსაც დღეს გაახსენდათ, რომ არსებობს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები.

მე ყველას ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს - მე მგონია, რომ კალაძის განცხადებაც მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან. გავიარეთ ის გზა, რომელიც გვაძლევს უფლებას ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ველაპარაკოთ მეორეს, რომლებმაც გუშინ გაიღვიძეს და გაახსენდათ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

„ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვისაც პარტიის დატოვების სურვილი აქვს, მისი ნებაა და ამ კონტექსტში ისიც გაიხსენა, რომ ერთ დროს „ქართული ოცნება“ კოალიციის შემადგენლობაში იყო, მაგრამ შემდგომში პარტიამ დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო