ირაკლი კობახიძე მიხაილ ავაქიანის ძეგლის გახსნაზე - ეს იყო გაუგებრობა, რომელმაც თითოეული ჩვენგანისთვის სერიოზული უხერხულობა შექმნა

ეს იყო გაუგებრობა, რომელმაც თითოეული ჩვენგანისთვის სერიოზული უხერხულობა შექმნა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მიხაილ ავაქიანის ძეგლის გახსნას.

როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ქართულ სახელმწიფოს მეზობელი ქვეყნების მიმართ ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია აქვს.

“ჩვენ მეზობელი ქვეყნების ინტერესებს ვცემთ პატივს და ვიმოქმედებთ ამ ინტერესების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, გვექნება კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ყველანი ერთად ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც მაქსიმალურად წაადგება სამეზობლოში მშვიდობიანი ვითარების შენარჩუნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო