ეკა ბესელია - ვგავართ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს?!

ვგავართ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს?, - ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის არ არის საინტერესო, თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია. დეპუტატის განცხადებით, ახლა მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში არსებული გამოწვევების მოგვარება და იმ მოსამართლეთა სიის შეჩერება, რომელთა საქმიანობა კითხვებს აჩენს. ეკა ბესელიას თქმით, მან აღნიშნულთან მიმართებაში თავი გადადო და გაჩერებას არ აპირებს.

"როცა მივიღე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის გადაწყვეტილება, მთავარი იყო იმ სიის შეჩერება და ახლა მთავარია მივიღოთ კარგი სია, მოსამართლეები, რომლებიც ღირსეულად შევლენ სასამართლოში. გვინდა, კანონში შევიდეს კარგი ცვლილებები და ეს ცვლილებები არ დაგვიწეროს ვინმე სხვამ პარლამენტს გარეთ. გვინდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, ვიდრე არ გატარდება რეფორმა და არ იქნება მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. ეს გვინდა ჩვენ და აქ არავითარი პიროვნული ინტერესები არავის აქვს.

მე არ მაინტერესებს და არ ვფიქრობ იმაზე, გუნდი მიიღებს თუ არა გარიცხვის გადაწყვეტილებას. რაღა დროს პარტიიდან გარიცხვებზე ლაპარაკია. ვფიქრობ, სხვა პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში და სხვა ეტაპზე გადავედით. ცოტა გაიზარდა საზოგადოებაც და არ მგონია, რომ ასეთი კატეგორიებით უნდა საუბრობდეს მმართველ პარტიაში ვინმე. ვგავართ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი უნდა დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს?! ყველას მინდა ვუთხრა, რომ გამოვიდეს ამ როლიდან და ზრდასრულის როლიდან გველაპარაკოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო: "ვგავართ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს?"

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო