თამარაშვილზე დაჭრილ ერთ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

თამარაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი დაჭრილი შუახნის მამაკაცია. სავარაუდოდ, ოპერაციული ჩარევა მეორე მამაკაცსაც დასჭირდება. რა სახის დაზიანებები მიიღეს დაჭრილებმა ან რამდენი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებათ, კლინიკაში არ აკონკრეტებენ.

თამარაშვილის ქუჩაზე ორი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ გასროლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. მათივე ინფორმაციით, მათ 5 გასროლის ხმა გაიგეს.

შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

იხილეთ ვიდეო: როგორია თამარაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა? - რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს