ხვალ სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ - თბილისიდან“ აცნობეს, 6 თებერვლის 23:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ მისამართებზე: აეროპორტის, ორხევის, ლოჭინის, თეთრიხევის დასახლებები, ლილოში საქნავთის, ფრანგულიანის, სტურუას ქუჩები, ლილოს დასახლებაში მდებარე კორპუსები, სოფლები ნასაგური, წინუბანი, ალექსეევკა, სოფელი დიდი ლილოს კერძო სექტორი, აეროპორტის ჩიხები. გაზმომარაგების შეზღუდვა შეეხება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებად კომერციულ ობიექტებს.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 7 თებერვლის დღის 13:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.

“ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები,” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო