ირაკლი სესიაშვილი -  პარლამენტის წვდომა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის უწყებებზე მათ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის

პარლამენტის საქმიანობის ანგარიშზე საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პირველ რიგში საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობა გამოყო.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი წარმატება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა და მეც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის რეგულაცია, რომელიც საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს სამართლებრივ მოქმედებებს შეეხება, არის წარმატებული რეფორმა და ამისთვის ირაკლი კობახიძეს და კონსტიტუციის რეფორმაზე მომუშავე მთელ გუნდს მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რევოლუციური ცვლილებები უწოდა პარლამენტის რეგლამენტის ახალ რედაქციას და იმ სიახლეებს, რაც აღნიშნულ დოკუმენტში აისახა. მისი განცხადებით, ის პოლიტიკური ცხოვრების წესი, რაც ახალი რეგლამენტით განმტკიცდა, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია. „რეგლამენტი ხელს შეუწყობს საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებას და იგი უკეთესად მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

გამოსვლის დასასრულ, კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობას შეეხო და აღნიშნა, რომ პირველად საპარლამენტო ცხოვრებაში განხორციელდა ცვლილებები, რითაც პარლამენტს საშუალება მიეცა ზედამხედველობა უზრუნველყოს სამინისტროების შესაბამისი ძალოვანი უწყებების არა მხოლოდ საფინანსო, არამედ მათ შორის, საიდუმლო საქმიანობებზე. „თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტის მიერ სრულყოფილი და ყოვლისმომცველი წვდომა, გაზრდის უწყებების პასუხიმგებლობას და ასევე ჩვენ, პარლამენტს საშუალებას მოგვცემს სწორად განვსაზღვროთ არსებული სექტორების პოლიტიკა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს