ოთარ კახიძე უმრავლესობას - სასამართლო საქმეების ელექტრონული განაწილების წესი ჩანასახშივე მოკალით

სასამართლო სისტემაში საქმეების ელექტრონული განაწილების მნიშვნელოვენი წესი ჩანასახშივე თქვენვე მოკალით - დღეს უკვე საქმეები შემთხვევითობის პრინციპით აღარ ნაწილდება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

კახიძემ “ქართულ ოცნებას“ კანონებში განხორციელებული ცვლილებები გაახსენა, როცა სასამართლოს თავმჯდომარეს მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, ვინ არის ვიწროდ სპეციალიზებული მოსამართლე. როგორც კახიძემ განმარტა, ამ გზით მიხეილ ჩინჩალაძეს შესაძლებლობა მიეცა, ერთპიროვნულად განსაზღვროს, რომელი მოსამართლე რომელ საქმეთა კატეგორიაში იმუშავებს.

“თქვენ მემკვიდრეობით ნამდვილად მიიღეთ უმძიმესი პრობლემები სასამართლო სისტემაში, მაგრამ სულ წარსულზე საუბარი არასწორია. თქვენ მიიღეთ ერთის მხრივ კორუფციისგან გაწმენდილი სასამართლო გამართული ინფრასტრუქტურით, მაგრამ მეორეს მხრივ, მიიღეთ ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი სასამართლო, რაც იყო პრობლემა. საზოგადოების დაკვეთა ამ პრობლემის გამოსწორება იყო, მაგრამ ამის ნაცვლად თქვენ სასამართლოს მმართველი ჯგუფი გადაიფორმეთ და ახლა უკვე თქვენს დაკვეთებს ასრულებინებთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა