არჩილ თალაკვაძე - ჩვენ დავიცავთ საქართველოს სასამართლო სისტემას და იმ მოსამართლეებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან კანონსა და ადამიანებს

ჩვენ დავიცავთ საქართველოს სასამართლო სისტემას და იმ მოსამართლეებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან საჯარო ინტერესებს, კანონს და ადამიანებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან სასამართლო სისტემამ განიცადა რეფორმები, რაც დადებითად აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ხელისუფლების მიზანია, უკეთესი ცვლილებებისკენ სწრაფვა.

მისივე განცხადებით, სასამართლოსთან და მოსამართლეებთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები არალერევანტულია, კონკრეტულად კი გვარებზე საუბარი, რაც მისი შეფასებით, პროცესს აზიანებს. თალკვაძე მხარეებს მუშაობაში ჩართვისკენ და კონსტრუქციული ქცევისკენ მოუწოდებს.

"განცხადებების ნაწილი, რომელსაც ვისმენთ, არ არის რელევანტური, რადგან კიდევ საუბარი კონკრეტულ გვარებზე, მცდელობა, რომ სია იყოს განპიროვნებული, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ვინმეს სურს ეს საკითხი დარჩეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად. ჩვენი მიდგომაა ის, რომ ორი თანმიმდევრული გადაწყვეტილება მიღებულია, ღია კარის მტვრევას აზრი აღარ აქვს. პროცესი უნდა წარიმართოს სამუშაო კალაპოტში, ეს უნდა იყოს კანონის შემუშავება რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეთა წარდგენა სამომავლოდ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა