დავით მათიკაშვილი - თამამად შეიძლება ითქვას, რომ შსს წარმოადგენს ეფექტურ, შედეგზე ორიენტირებულ, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ ძალოვან სტრუქტურას

„შსს -ში განხორციელდა და პრაქტიკაში დაინერგა, მინისტრ გახარიას არა ერთი რეფორმატორული ინიციატივა, რომელთა ეფექტი ყოველდღიურად ხელშესახებია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილმა საუბრისას დადებითად შეაფასა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ სამინისტრო, საკანონმდებლო დონეზე მუდმივად ცდილობს, მოამარაგოს საქართველოს პარლამენტი აუცილებელი და არსებულ პრაქტიკასთან ადეკვატური საკანონმდებლო ინიციატივებით.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ეფექტურ, შედეგზე ორიენტირებულ, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ ძალოვან სტრუქტურას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის რეციდივის პრევენციას. 2018 წელს, შსს-ში განხორციელდა და პრაქტიკაში დაინერგა მინისტრ გახარიას არა ერთი რეფორმატორული ინიციატივა (ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, მართლწესრიგის ოფიცერი და ა.შ), რომელთა ეფექტი ყოველდღიურად ხელშესახებია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო საკანონმდებლო დონეზე მუდმივად ცდილობს, მოამარაგოს საქართველოს პარლამენტი აუცილებელი და არსებულ პრაქტიკასთან ადექვატური საკანონმდებლო ინიციატივები. გავიხსენებ თუნდაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართულ ეფექტურ ნაბიჯებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სათანადო ცვლილებებით აღიჭურვა საქართველოს სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობა. თუ დავუკვირდებით, დანაშაულის ჩადენისა და გახსნის სტატისტიკას, რომელსაც შსს ყოველთვიურად აქვეყნებს, ვნახავთ, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა რაოდენობა იკლებს, ხოლო შედარებით მსუბუქ დანაშაულთა რიცხვი (ოჯახური დანაშაულები, სხეულის მსუბუქი დაზიანება ქურდობა და ა.შ) შედარებით მეტია. ამას ობიექტური მიზეზი გააჩნია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი მხრივ, ზუსტი, შედეგზე ორიენტირებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკითაა განპირობებული და მეორე მხრივ, კონკრეტულ, მანამდე არადასჯად ქმედებათა კრიმინალიზაციითაა ნაკარნახევი. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას და სამინისტროს თვითოეულ თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, რომელთა დაუზოგავი შრომის შეგედია ეფექტური, დამნაშავის დასჯაზე და ადამიანის ღირსების დაცვაზე ორიენტირებული სისხლისამართლებრივი პოლიტიკის დაგეგმვა და რეალურ ცხოვრებაში განხორციელება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო