ვარშავაში პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

ვარშავაში პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია IBC Corporation Solution-ის ორგანიზებით, ვარშავაში რიგით მეორე პოლონეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

ფორუმის პირველ პანელში მონაწილეობდნენ პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ანდჟეი არენდარსკი, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს პრეზიდენტი ქშიშტოფ სენგერი და პოლონეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სტანისლავ რაჟნევსკი.

ფორუმზე საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. ილია დარჩიაშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე.

პოლონურ-ქართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში 100-ზე მეტმა ქართული და პოლონური კომპანია მონაწილეობდა.

ღონისძიებას, რომელიც ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მხარდაჭერით გაიმართა,150-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის, პოლონეთის მთავრობის, ბიზნეს წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა