არჩილ თალაკვაძე - გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ აქვს ღირებულებითი პრობლემები და გაარკვიეთ, რა ღირებულებებზეა საერთოდ ლაპარაკი

გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მას აქვს ღირებულებითი პრობლემები და გაარკვიეთ რა ღირებულებებზეა საერთოდ ლაპარაკი, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებას.

როგორც თალაკვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, გუნდის შიგნით უმრავლესობამ უმრავლესობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც სასამართლოსთან მიმართებით საზოგადოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თალაკვაძე ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესში, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები და არგუმენტები სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებისა თუ მისი მუშაობის გაუმჯობესების კუთხით.

"გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მას აქვს ღირებულებითი პრობლემა და სანამ დასკვნებს გამოიტანთ, გთხოვთ გაერკვეთ, რა ღირებულებებზეა საერთოდ საუბარი. თუ კითხვები იყო კანდიდატურებთან დაკავშირებით, მოსამართლეებმა თავად გააკეთეს განცხადებები და ნომინირებაზე თქვეს უარი. თუ კითხვები იყო პროცესებთან დაკავშირებით, აქაც არსებობს მყარი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებას ჰქონდა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით, ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გათვალისწინებულია. პრინციპების დონეზე უმრავლესობამ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილებები და არსებობს გუნდში შეთანხმება, რომ ამ გადაწყვეტილებებზე მხარდაჭერა არის. მე ვურჩევ ყველას, ჩაერთონ სამუშაოებში და წარმოადგინონ არგუმენტები, მოიტანონ კონკრეტული მოდელები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა