სამუშაო ჯგუფი ავლაბრის რეზიდენციაში კულტურის ეროვნული ცენტრის ან ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცის განთავსების საკითხზე მსჯელობს

რა სტატუსი ექნება მომავალში ავლაბრის რეზიდენციას, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის წევრთა შემადგენლობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ასევე ესწრებიან ავლაბრის სასახლის პროექტის ავტორი გიგა ბათიაშვილი, პრემიერ- მინისტრის მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და მეცნიერი ზაზა აბაშიძე.

როგორც ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაშმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ორი ვერსია, ესენია რეზიდენციაში კულტურის ეროვნული ცენტრის ან ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცის განთავსების საკითხი. მარიამ ჯაშის განცხადებით, მას მომავალშიც ექნება დამატებითი კონსულტაციები, რაც ჯგუფს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანაში დაეხმარება.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ სამუშაო პროცესს ვიწყებთ დღეიდან. დღეს გვაქვს პირველი სამუშაო შეხვედრა, ეს გახლავთ უმრავლესობის ფორმატში და არა კომიტეტის ბაზაზე შემუშავებული შემადგენლობა ჯგუფის, თუმცა ბუნებრივია თუკი საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებაზე იქნება შეჯერება, მე აუცილებლად მექნება დამატებითი კონსულტაციები კომიტეტის წევრებთან. ჩვენ დღეს ვიხილავთ ერთ -ერთ მთავარ ვერსიას, რომელიც თავად პრეზიდენტის სასახლის პროექტის ავტორს ეკუთვნის და შესაბამისად განვიხილავთ მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებას კულტურის ეროვნული ცენტრის და ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცის თაობაზე, ეს გახლავთ ერთ-ერთი ვერსია, ასევე დამატებით არსებობს წინადადებები, რომ თავად შენობის არქიტექტურის და უნიკალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რომელიც იძლევა თბილისის არაჩვეულებრივად წარმოჩენის საშუალებას, ასევე იყოს პარალელურად აღნიშნული სივრცე მაღალი რანგის სტუმრებისთვის გამოყენებული, თუმცა ეს გახლავთ მხოლოდ სამუშაო ვერსიები. იმედი მაქვს, მომდევნო კვირის ბოლომდე ყველა დამატებით კონსულტაციას გავივლით. აუცილებლად მექნება კონსულტაციები შესაბამის სამინისტროსთან და როდესაც დასრულდება აღნიშნული პროექტი, არამხოლოდ კონცეპტუალური, არამედ მენეჯმენტის და ადმინისტრაციის თვალსაზრისით, საზოგადოებას წარვუდგენთ შესაბამის რეკომენდაციებს", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს