გედევან ფოფხაძე - ამ მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, ხელფასიც კარგი აქვთ, დაცულებიც არიან, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?!

მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, ხელფასიც კარგი აქვთ, დაცულებიც არიან, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?!, - ასე პასუხობს დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ისინი დაიცავენ მოსამართლეებს, რომლებიც იცავენ კანონს და საჯარო ინტერესს. გედევან ფოფხაძის თქმით, მოსამართლეები, რომლთა გამოც პოლიტიკური პროცესები გააქტიურდა, თავად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ამაზე მეტი დაცვა, რაც მათ ახლა აქვთ, არ სჭირდებათ.

"ამ მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, ხელფასიც კარგი აქვთ, დაცულებიც არიან, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?! ამ მოსამართლეების წინაშე უნდა დავტოვოთ ხალხი?! გვახსოვს ისინი რას უკეთებდნენ მოსახლეობას. ეს ის მოსამართლეები არიან, დასცინოდნენ ნაწამებ ბიჭებს, რომლებიც იარებს აჩვენებდნენ. არ მგონია ამაზე მეტი დაცვა სჭირდებოდეთ მოსამართლებს, რაც უკვე აქვთ", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა