დავით ზალკალიანი – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით საქართველო რეგიონის ლიდერ ქვეყანადაა აღიარებული

აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის თქმით, კვლევა კიდევ ერთხელ ამყარებს დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით საქართველოს ლიდერ პოზიციებს რეგიონში. ზალკალიანის განმარტებით, აღნიშნული შეფასება ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია და ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

„საქართველო იკვეთება ლიდერად დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით და ეს ასახულია კიდეც Freedom House-ის ანგარიშში. მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ისწრაფვის იმისკენ, რომ საზოგადოებაში მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და გაძლიერება. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების გამოხატული პოლიტიკური ნება, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა უმაღლესი წრეების მიერ და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავაძლიეროთ ჩვენი მონაპოვარი დემოკრატიული ინსტიტუტების სახით. შეფასება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა არის ლიდერი რეგიონში კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ კიდევ უფრო თამამ ნაბიჯებს გადავდგამთ,“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ორგანიზაციის მიერ წინა კვლევის შედეგებთან შედარებით საქართველოსთვის დაკლებულ ერთ ქულას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 1 ქულა ვითარებას არ ცვლის და მთავარია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, საქართველო მტკიცედ არის აღიარებული რეგიონში ლიდერად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო