სოფიო ქაცარავა - ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა, არის ის, რომ საქართველო უსაფრთხო და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბდა

„ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა, არის ის, რომ საქართველო უსაფრთხო და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბდა“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქაცარავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ყოველწლიურად ასახელებენ როგორც უსაფრთხო ქვეყნად.

„ეს არის უდიდესი ძალისხმევის და სწორი პოლიტიკის შედეგი. უსაფრთხოება და სტაბილურობა არის ნებისმიერი განვითარების და პროგრესის წინაპირობა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქვეყნის მიერ წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროკავშირი და ნატო რეგიონში საქართველოს აღიარებს როგორც მთავარ, სანდო მოკავშირედ. ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - უპრეცედენტო მხარდაჭერას გვიცხადებს არაერთ საკანონმდებლო დოკუმენტში. ჩვენი ძალისხმევის შედეგია, ის რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მიმართ მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების ყველა ფორმატის დღის წესრიგშია და მათი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის მყარი და ურყევი“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარ ამოცანად გლობალურ კონტექსტში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცების ხელშეწყობა დაასახელა.

„მთავარი ამოცანაა, კოლეგებთან ერთად, ხელი შევუწყო საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცებას გლობალურ კონტექსტში. ნებისმიერი ნაბიჯი და ძალისხმევა, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ამისკენ არის მიმართული. მათ შორის საპარლამენტო დიპლომატია, საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი საქმიანობა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

როგორც მან განმარტა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებთან ერთად, დიდ ყურადღებას ანიჭებს, ისეთ მნიშვნელოვანი თემებს, როგორიცაა არსებული საფრთხეების სიღრმისეული ანალიზი, მათი გამოვლენა, სწრაფი კოორდინაცია და გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება, ასევე, კომუნიკაციის სტრატეგიულად და სწორად წარმართვა.

„მაშინ როდესაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი თანამედროვე სამყარო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, მათ შორის უსაფრთხოების, ჰიბრიდული ომის და მზარდი დეზინფორმაციის კუთხით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებ კომუნიკაციის სტრატეგიულად და სწორად წარმართვას. ესეც ნაწილია იმ დიდი სურათის, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთოხებას. ამ ყველაფერს აქვს პირდაპირი კავშირი ჩვენს საგრეო პოლიტიკასთან, ჩვენს სამომავლო კიდევ უფრო წარმატებულ თანამშრომლობასთან, ყველა მეგობარ პარტნიორთან და რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით ამ პროცესების სწორად და თანმიმდევრულად წარმართვისთვის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო