მზია თოდუა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ დღეს საქართველოში ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელი პიტერ დენისი, მსოფლიო ბანკის სამართლებრივი რეფორმების წამყვანი სპეციალისტი ევა მარია მელისი და სამართლებრივი რეფორმის მრჩეველი მარინა მატისი ბოშკოვიჩი მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სრული და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რის განხორციელებაშიც აქტიურად არიან ჩართული საერთშორისო დონორი ორგანიზაციები, ვისი მხარდაჭერითაც მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მართლმსაჯულების სისტემას.

მზია თოდუამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, რისი მიზეზიც ძირითადად მოსამართლეთა გადატვირთულობა და არასაკმარისი რაოდენობაა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმატა რთული კონსტრუქციის ბიზნეს და საინვესტიციო დავებმა, რომლის დასაბუთებასაც სამართლებრივი სფეროს გარდა ეკონომიკური და ბიზნეს სექტორის ცოდნაც სჭირდება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უზენაესი სასამართლოს მხრიდან მოსამართლეთა სწავლებისა და ტრენინგების კომპონენტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქტიურ თანამშრომლობას, ევროპული პრაქტიკის დანერგვას და განზოგადებას.

როგორც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი ერთობლივად იწყებენ ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დღეს ქართული მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გამოკვლევა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება სისტემის სრულყოფისა და მომავალი განვითარებისათვის.

როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პროექტში გამოკითხვისთვის ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები. კერძოდ, მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, ბიზნესმენები, ნოტარიუსები, აღმასრულებლები, საზოგადოება, რომელიც შეირჩევა სასმართლოსთან შემხებლობის პრინციპით და სასამართლო გადაწყვეტილებებით კმაყოფილების ან უკმაყოფილების მაჩვენებლით. პროექტის მიხედვით გამოკითხული იქნება 1000 მოქალაქე, ვისთან გასაუბრებაც მოხდება პირისპირ ინტერვიუს პრინციპით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, სადაც მიზნობრივ ჯგუფებთან დეტალურად იქნება განხილული თითოეული კითხვა.

მზია თოდუამ კმაყოფილებით აღნიშნა ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლო და მთელი სასამართლო კორპუსი მხარს დაუჭერს სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პროექტს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მონდომებასა და ძალისხმევას მართლმსაჯულების წინსვლისა და პროგრესისთვის. ჩვენ ვეცდებით გაგაკვირვოთ ჩვენი გულწრფელობითა და აქტიური მონაწილეობით პროექტის წარმატებით დასრულებისათვის“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა