ტექნოპარკში FABTalks-ის მორიგი შეხვედრა საერთაშორისო გამოცდილების სამრეწველო დიზაინერთან ზვიად ციკოლიასთან გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში FABTalks-ის მორიგი შეხვედრა საერთაშორისო გამოცდილების სამრეწველო დიზაინერთან ზვიად ციკოლიასთან გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ზვიად ციკოლიამ ისაუბრა თემაზე - როგორ შევქმნათ წარმატებული პროდუქტი.

დიზაინერმა დამსწრე საზოგადოებას წარმატების საკუთარი ისტორია გააცნო. გაიხსენა პირველი ნაბიჯები კარიერაში, როდის და როგორ დაიწყო ბიზნეს საქმიანობა. ციკოლიამ ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარა და საჭირო რჩევებიც მისცა, როგორ შექმნან წარმატებული პროდუქტი ბაზარზე. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

სააგენტოს განცხადებით, ზვიად ციკოლიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საავტომობილო, სამხედრო და ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. მისი პროდუქტები წარმატებით იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-თვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა