რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში, მომავალ კვირას გახდება ცნობილი

რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა განუცხადა.

მარიამ ჯაში ასევე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებასაც, რომ შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში განთავსდეს ომბუდსმენის აპარატი. ჯაშის თქმით, მაშინ, როდესაც ხედვები ძირითადად გათვლილია კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადო მიმართულებაზე, იქ მიუღებელია რამე სხვა ადმინისტრაციის განთავსება, მიუხედავად ინსტიტუციის მნიშვნელობისა.

მარიამ ჯაშმა აღნიშნული განცხადება ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორიც. თავად პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის განცხადებით კი, პროექტიდან გამომდინარე, მისი იერსახის შეცვლა შეუძლებელია, ხოლო შიდა ცვლილებებზე საჭიროა კონსულტაციების გაგრძელება, რათა ზუსტად დაიგეგმოს, თუ რა ინვენტარი განთავსდება შენობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო