გედევან ფოფხაძე - „ქართულ ოცნებაში“  შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტია

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტია, - ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ დღეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ფოფხაძემ დააყენა საკითხი, შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებით ეხელმძღვანელათ და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი გუნდის შიგნით კენჭისყრით შეერჩიათ.

„მე შევთავაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა. თუ პარტიის შიგნით გვეყოლებოდა რამდენიმე კანდიდატი და ანრიც და ლევანიც მიიღებდნენ მონაწილეობას: ბიულეტენები შედგებოდა, ფარული კენჭისყრა იქნებოდა, ჩემი აზრით, ეს პროცესისადმი ნდობას გაზრდიდა. მე მივცემდი ხმას ჩემთვის სასურველ კანდიდატს ლევან გოგიჩაიშვილს. თუ პარტიის უმრავლესობა ხმას მისცემდა ანრი ოხანაშვილს, ეს იქნებოდა უმრავლესობის გადაწყვეტილება და მაშინ მე დღეს ანრი ოხანაშვილს მივცემდი ხმას. მიმაჩნია, რომ იმაზე კი არ უნდა მეკამათონ, რომ პარტიული დისციპლინა დავიცვა! მოდით განვსაზღვროთ, რა უფრო დიდი ღირებულებაა, შიდა პარტიული დემოკრატია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ხალხთან პირნათელი ვიყოთ და იმაზე ვისაუბროთ, რისიც გვწამს, რაც ჩვენი სინდისის ნაწილია და ღირებულია, ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუ დისციპლინა?!“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, მან ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა დააყენა, თუმცა საქმე კენჭისყრამდე არ მისულა. ფოფხაძემ თავი დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. დეპუტატის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტია. იგი მიიჩნევს, რომ თუ მმართველ გუნდს არ ექნება დემოკრატია, ქვეყანაშიც დემოკრატიის დეფიციტი იქნება.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს