ზვიად კვაჭანტირაძე - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ძალიან მჭიდრო კავშირი

„ბოლო წლების განმავლობაში თანამედროვე მსოფლიოში იზრდება დიასპორების როლი საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქვეყნიდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში წასულ და იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან ძალიან მჭიდრო კავშირი. ამას ვფიქრობდი დღემდეც და კოლეგებს გვქონდა სრული ურთიერთგაგება. ამიტომ გაჩნდა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ის ისტორიული ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციურად ავალდებულებს ხელისუფლებას შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირები ჩვენს დიასპორასთან“,-განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამ მიმართულებით 2019 წელს იგეგმება ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ: დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას; სათვისტომოების, დიასპორული ორგანიზაციების კონსოლიდაციასა და მათი ქართულ სახელმწიფოსთან ინტეგრაციას, ქართული დიასპორის მეშვეობით ქმედითი კულტურული დიპლომატიის წარმოებას; ქართულ სათვისტომოებთან მაქსიმალურად მჭიდრო კულტურულ–საგანმანათლებლო და ინტელექტუალური კავშირების დამყარებას. ისტორიული დიასპორებისთვის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციას, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა–დაცვას, სახელმწიფოს მიერ, ქართული დიასპორის მონაწილეობით, აქტიური სახალხო დიპლომატიის წარმოებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში (სტრუქტურებში) საქართველოს ინტეგრირების პროცესში შესაბამისი ქვეყნების ქართული დიასპორული ორგანიზაციების პოტენციალის გამოყენებას; საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, განათლების მიღებისა და ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას. უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას; უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას, ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარების პროცესში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობის გაზრდას.

როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია თვისობრივად ახლებური სახე მიეცეს 2019 წლის 27 მაისს დიასპორის დღის აღნიშვნას.

„უნდა შეიცვალოს დიასპორული ფორუმის შინაარსი, რაც გულისხმობს ქართული დიასპორისათვის ურთიერთობის ახალი ფორმატის შეთავაზებას“,-აღნიშნა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, კომიტეტი მიესალმება ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას დიასპორულ პროექტებში და ამ მხრივ მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „მომავლის ბანაკი“, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების გაძლიერება, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს