თამარაშვილზე დაჭრილ ერთ–ერთ მამაკაცს ოპერაცია ამ წუთებშიც უტარდება

თამარაშვილის ქუჩაზე დაჭრილ ერთ–ერთ მამაკაცს ოპერაცია ამ წუთებშიც უტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, შუახნის პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება მეორე დაჭრილს, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

თამარაშვილის ქუჩაზე ორი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ გასროლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. მათივე ინფორმაციით, მათ 5 გასროლის ხმა გაიგეს.

შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო