გენერალური პროკურატურა - ზაზა სარალიძე გენპროკურორს უკვე შეხვდა, პროკურორებთან შეხვედრა კი ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი

ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უკვე შეხვდა, ხოლო იმ საქმეების პროკურორები, რომლებთან დაკავშირებითაც სარალიძეს სურს საუბარი, ყოველთვის მზად არიან, მას შეხვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის მოთხოვნის პასუხად განუცხადეს, რომელიც გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.

პროკურატურის განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ დაზარალებულ და ბრალდებულ პირთან.

„როგორც თავად აღნიშნავს, ზაზა სარალიძეს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა სურს სამ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, აქედან ერთ-ერთში დაზარალებულია, მეორეში დაინტერესებული მხარე, მესამე საქმეზე კი - ბრალდებული. სამივე საქმის პროკურორი მზად არის მასთან შესახვედრად, თუმცა როგორც წესი, ამ სახის შეხვედრები ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული ქმედებით სრულდება. რაც შეეხება ზაზა სარალიძის შეხვედრას გენერალურ პროკურორთან, ეს შეხვედრა შედგა და მას გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მიერ განემარტა, რომ საქმეზე, გამონაკლისის გარეშე, პასუხისგებაში იქნება მიცემული ყველა პირი, ვის მიმართაც შეგროვდება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა”, - აღნიშნავენ პროკურატურაში.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიებები მიდის, პროკურორებთან შეხვედრა კი ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი.

“აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, საქართველოს გენერალური პროკურატურა კი მასზე საპროცესო მხარდაჭერას ახორციელებს. მეორე საქმე, რომელზეც ზაზა სარალიძეს სურს გენერალურ პროკურორთან საუბარი, როგორც თავად აღნიშნავს, არის „კარვების საქმე“. ამ საქმეს იძიებს შსს-ს გენერალური ინსპექცია. მესამე საქმეზე კი, სადაც ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, სასამართლოში მინდინარეობს განხილვა და მორიგი პროცესი ჩანიშნულია 8 თებერვალს. ზაზა სარალიძეს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, საქმიანი და ზაზა სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი,” - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა