ნათია მეზვრიშვილი - კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების ციხეში გაშვება მარტივია, მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გაუსვა ხაზი.

„ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების თემა და ქურდობების გაზრდილი მაჩვენებელი. რეალურად ქურდობა ეს არის ისეთი კატეგორიის დანაშაული, რომლის აღრიცხვიანობაც 2018 წელს გავაუმჯობესეთ, მაგრამ ხდება ეს ყოველდღიურად, ადამიანები ამას გრძნობენ, მოვიტყუებით ამაზე რომ არ ვისაუბროთ. ამასაც ხომ თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის სოციალური ფონი. პრევენციაზე ვმუშაობთ.

კამერების რაოდენობა გავზარდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, 2019 წელში 2018 წელთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგება იგეგმება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქურდობების მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვნების მიერ არის ჩადენილი.

„ესენი არიან 14-დან 18 წლამდე ასაკის პირები და 14 წლამდე პირები. მე ძალიან ხშირად მესმის მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით კანონი გავამკაცროთ. მინდა ცალსახად ვთქვა, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია. ამის გაკეთება შეიძლება 1 დღეში. მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული უკან. მე არ მგონია, რომ საზოგადოებას სურდეს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, ქურდობებისთვის - და ასეთი დანაშაულები სჭარბობს, არასრულწლოვნების ციხეში გამოკეტვა. აქ ჩვენ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, განათლების, სოციალური მიმართულებით მუშაობას, ანუ ყველა უწყების, მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული მიმართულებებით ნაბიჯები გადაიდგას. კანონი უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა რესურსი ამ მიმართულებით იქნება ამოწურული. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ ნაბიჯს გადავდგამთ უკან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს