დონალდ ტრამპი - ამერიკა არასოდეს გახდება სოციალისტური ქვეყანა

ამერიკა არასოდეს გახდება სოციალისტური ქვეყანა, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის“ შესახებ ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

„აშშ-ში შეშფოთებული ვართ ახალი მოწოდებებით, რომ ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმი უნდა დამკვიდრდეს. აშშ დაფუძნებული იყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეაზე და არა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის, დომინანტობის კონტროლის იდეებზე“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელები თავისუფალ ადამიანებად დაიბადნენ და თავისუფლები დარჩებიან.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ: ამერიკა არასოდეს გახდება სოციალისტური ქვეყანა“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა 29 იანვრისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ ე.წ. „შათდაუნის“ გამო, პრეზიდენტს უარი განუცხადა სიტყვით გამოსვლაზე.

აშშ-ს პრეზიდენტი „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიურ მიმართვაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ ხედვას წარადგენს, ასევე საუბრობს შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს