დონალდ ტრამპი - წლების განმავლობაში ნატო უსამართლოდ ეპყრობოდა აშშ-ს, თუმცა, მივაღწიეთ იმას, რომ ალიანსის მოკავშირეებს თავდაცვითი ხარჯები გაეზარდათ

აშშ-მა მიაღწია იმას, რომ ნატო-ში მოკავშირეებს გაეზარდათ თავდაცვითი ხარჯები, რაც ხელს უწყობს ფინანსური ტვირთის უფრო სამართლიან განაწილებას, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის“ შესახებ ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სრული გარდაქმნა დავიწყეთ. პენტაგონის ბიუჯეტი შარშან 700 მილიარდი აშშ დოლარი იყო, წელს კი 716 მილიარდი აშშ დოლარია“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა ნატო-ს შიგნით ფინანსური ტვირთის სამართლიან გადანაწილებაზე.

„ჩვენ ასევე ვაიძულებთ სხვა ქვეყნებს სამართლიანი ფინანსური წვლილი შეიტანონ ალიანსის ბიუჯეტში. წლების განმავლობაში ნატო უსამართლოდ ეპყრობოდა აშშ-ს. თუმცა, ახლა მივაღწიეთ იმას, რომ ნატო-ში მოკავშირეებმა სამხედრო ხარჯები 100 მილიარდი აშშ დოლარით გაზარდეს“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა 29 იანვრისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოზიმ ე.წ. შათდაუნის გამო, პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლაზე უარი განუცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტი „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიურ მიმართვაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარ ხედვას წარადგენს, ასევე საუბრობს შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს