„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ისინი აპირებენ ყურადღება გაამახვილონ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის და შეუთავსებელია საზოგადოების მოთხოვნასთან.

ასევე ყურადღებას გაამახვილებენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის პოლიტიკური შტურმი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც სჭირდება რეაგირება, მიზანი რაც არის ამ შტურმის, არის, ალბათ, ცხადი - მიზანი არის პოლიტიკური რევანში, რასაც ესწრაფვის მთავარი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დგას ამ პოლიტიკური შტურმის უკან,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა