მამუკა ბახტაძე - განათლების სექტორში ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის

განათლების სექტორში ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რამდენიმე თვის წინ იყალთოს აკადემიაში ჩვენ დავაანონსეთ განათლების სისტემის სრულმასშტაბური რეფორმა და განათლება საქართველოს განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. ყველა ვთანხმდებით, რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. დღეს, როცა საქართველო მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში ადგილის დასაბრუნებლად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება განათლების მნიშვნელობა და ქვეყანაში განათლების მაღალი, ევროპული სტანდარტის დამკვიდრება. საქართველოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა, ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლ-კარიდან დევნილი მოსახლეობა, სიღარიბე. ჩემი შეფასებით და ჩემი ღრმა რწმენით, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე არის ძლიერი განათლების სისტემის შექმნა და გაზრდილი ადამიანური კაპიტალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველო განვავითაროთ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ განათლებაში მასშტაბური ინვესტიციები განახორციელოს და ეს მთავრობის პრიორიტეტია.

„როგორც მინიმუმ 10-11%-იან წილს უნდა მივაღწიოთ განათლებისა ჩვენს ეკონომიკაში. ჩვენ განათლების რეფორმა რამდენიმე ფაზად დავყავით და საბოლოოდ, როცა ყველა ფაზის დანერგვას მოვახერხებთ, ასეც იქნება, განათლების სექტორი გახდება დომინანტი ეკონომიკაში. ამ რეფორმას ისევე როგორც ნებისმიერ ცვლილებას, ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს, როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს, რაც შეიძლება გამართული და საუკეთესო განათლების სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებისა და შედეგების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევისადმი. დღეს საზოგადოებაში გამოგვაქვს განათლების რეფორმა, რომელიც სრულიად არის მორგებული განათლების რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც განათლების სისტემაში გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო