მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით დეპუტატებს წერილობით მიმართავს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში 150 დეპუტატის სახელზე მიმართვა შეიტანა. მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას.

"იმედს ვიტოვებ, ამ პარლამენტში არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ადამიანური გრძნობები გააჩნიათ. დეპუტატების სახელზე წერილი შევიტანე და ვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას. არანაირი დანაშაული ჩემს შვილს არ მიუძღვის. ერთი წელია ვითხოვ გამცენ პასუხი თუ რატომ მომიკლეს შვილი და ერთი წელია „სირაქლემას პოზიციაში“ არიან. ამ ხელისუფლებას ღირსება არ გააჩნია. ჩემი ერთი პროცენტი ღირსება რომ ჰქონდეთ, ისინი პასუხს მაინც გამცემდნენ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში ხვალ 2 000 ადამიანის ხელმოწერით პეტიციასაც შეიტანს, რომელსაც პანკისელი ახალგაზრდები აწერენ ხელს და დროებითი კომისიის შექმნას მოითხოვენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს