ლევან გოგიჩაიშვილი - პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება მთლიანად აცდენილია ხალხის სურვილთან

პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება მთლიანად აცდენილია ხალხის სურვილთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„განცხადება, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ, მთლიანად აცდენილია ქართველი ხალხის სურვილთან. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება თითქოს ის მოსამართლეები, რომლებიც გუშინ ცუდები იყვნენ დღეს არიან კარგები, რაც ასე არ არის. არ შეიძლება, რომ ასე უცებ შეიცვალოს ადამიანი. ამ საკითხებზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას.

რაც შეეხება კითხვას, ვაპირებ თუ არა დავტოვო „ქართული ოცნება“, ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი საკითხი, მთავარია, რომ გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლებაში და ბოლომდე მივიყვანოთ და გავაცნოთ კოლეგებს ის პოზიცია, რომელიც გვაქვს აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში პარტიის პოლიტსაბჭო სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ საუბრობს და ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოუწოდებს, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო