არსებულ უთანხმოებას ალბათ მოაგვარებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ეს პირველ შემთხვევაში მოხდა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
გაჩეჩილაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ის არ ელოდება, რომ „ქართულ ოცნებას“ რომელიმე წევრი დატოვებს.
მისივე თქმით, აღნიშნულზე უმრავლესობის სხდომაზე ვერ იმსჯელებენ, ვინაიდან საკითხი მთლიანად შიდა პარტიულია. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუ თავად აქვს ვინმეს „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება მიღებული, მას ძალით ვერავინ შეაჩერებს.
„სჯობს გუნდის მთლიანობა იყოს შენარჩუნებული და ვისაც არ აქვს ამის სურვილი, იმას ძალით ვერ დააკავებ. არა მგონია გარიცხვის საკითხი დღეს გადაწყდეს“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.