დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ კონგრესმენს, ბილ ფლორესს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ კონგრესმენს, ბილ ფლორესს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება კონგრესის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გამო, რაც გამოიხატა არაერთ საკანონმდებლო აქტისა თუ რეზოლუციის ინიცირებითა და დამტკიცებით.

„მათ შორის მხარები მიესალმენ 116-ე მოწვევის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ხელახალ ინიცირებას და ასევე 2019 წლის აშშ-ს კონსოლიდირებული აქტის სენატის ვერსიაში საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების გაზრდას, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ვერსია შენარჩუნებული იქნება საბიუჯეტო კანონის საბოლოო დამტკიცებისას.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ახალი მოწვევის კონგრესთან, რისი გამოხატულებაც იყო გასულ კვირას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში.

მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და აღნიშნა ამ პროცესში აშშ-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით აშშ-სთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას და ამ კუთხით აშშ კონგრესის მხარდაჭერას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა