დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

აშშ-ის სენატში ფორუმი - “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები და ბრძოლა რეგიონში რუსეთის ქმედების წინააღმდეგ" გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონში ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის იმპლემენტაციას და პარტნიორობის გაღრმავებას.

ნიკოლაიშვილმა ფორუმში მონაწილეობა სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოწვევით მიიღო. ფორუმს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები, ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ფორუმის ფარგლებში, რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა