ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიიღო, საფრანგეთში 24 აპრილი სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო, საფრანგეთში 24 აპრილი სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოაცხადოს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონის თქმით, 1915 წლიდან საფრანგეთი გენოციდს უწოდებს იმას, რაც არის: „კაცობრიობის წინაშე დანაშაული, რომელიც 2001 წელს კანონით იყო აღიარებული“.

„ფრანგი სომხების ისტორია საფრანგეთის ისტორიაა. სომხების გენოციდი ჩვენი მეხსიერების ნაწილია, რომელსაც პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს რესპუბლიკაში“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხზე საფრანგეთის ხედვას არ იზიარებს და ის განაგრძობს დიალოგს, რათა ისტორიული ფაქტები მიიტანოს ერდოღანისადმი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ყოველ წელს 24 აპრილს სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო