წავკისში ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართება

წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რასაც 25 და 28 წლის მამაკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართება.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია სამი პირი, რომელთა მიმართაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას დღეს გადასინჯავს.

სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განუცხადა, გამოძიებამ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადის გაგრძელება ითხოვა.

2018 წლის 23 დეკემბერს წავკისში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხდა, რა დროსაც ორი მა­მა­კა­ცი მოკლეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით დაიწყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება