მიხეილ ბატიაშვილი - რეფორმების შედეგად სკოლის როლის გაძლიერება და უნივერსიტეტებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება ხდება

ის შედეგი, რაც ბოლო კლასებში გვაქვს, რომ სწავლის ნაცვლად, მხოლოდ რეპეტიტორებთან სიარულია და ფაქტობრივად, სკოლებში ცოდნის მიღება არ ხდება, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შესახებ გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმების შედეგად სკოლის როლის გაძლიერება და უნივერსიტეტებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება ხდება.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ეროვნული გამოცდების გაუქმება არ ხდება, არამედ სკოლაში უქმდება ცენტრალიზებული გამოცდები. ჩვენი მიზანი არის სკოლების გაძლიერება იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს საფრთხე არ ემუქრებოდეს. ის შედეგი, რაც ბოლო კლასებში გვაქვს, რომ სწავლის ნაცვლად, მხოლოდ რეპეტიტორებთან სიარულია და ფაქტობრივად, სკოლებში ცოდნის მიღება არ ხდება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი მიზანია სკოლის გაძლიერება და არა გამოცდებზე ორიენტაცია. ეროვნული გამოცდების რეფორმირება ხდება მხოლოდ მომავალ წელს. წელს ისე დარჩება, როგორც არის და მისი ოპტიმიზაცია მიმართულია იქით, რომ უფრო მაღალი შედეგები მივიღოთ. ამაში იგულისხმება ის, რომ გამოცდების დაახლოება მაქსიმალურად სასკოლო პროგრამასთან მოხდება. ასევე, მოსწავლეების უფრო ლოგიკურად გადანაწილება მოხდება იმის მიხედვით, ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებს სწავლას თუ ტექნიკური. მათი მთელი რესურსი მიმართული იქნება სწორედ იმ საგნებსა და სასკოლო ცოდნაზე, რომელიც მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. ეს ცოდნა მათ მომავალში დაეხმარებათ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა გააგრძელონ. ორიენტაცია ისეთ გამოცდებზე არ იქნება, როგორიც დღეს შედეგს არ გვაძლევს. არ არსებობს წარმატებული სისტემა, რომელიც მხოლოდ გამოცდებზეა ორიენტირებული. ამიტომ ჩვენი მიზანია, სკოლას საგამოცდო სისტემით, ჰქონდეს თავისი ფუნქცია. ასევე, დაზღვეულები ვიყოთ იგივე მომავალი კორუფციული რისკებისგან, იგივე სხვადასხვა ასეთი საკითხისგან. ამ როლს ეროვნული გამოცდები შეასრულებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იზრდება უნივერსიტეტის ავტონომია. ანუ ის თუ გადაწყვეტს, რომ ეროვნულ გამოცდებთან ერთად, კიდევ ერთ საგანში გამოცდის დამატება არის მნიშვნელოვანი, ამასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე საგრანტო სისტემასთან და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით სფეროს ექსპერტებთან, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო