კომაროვის ახალი სკოლა დიდ დიღომში აშენდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, კომაროვის სკოლის გაფართოება იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომაროვის ახალი სკოლა დიდ დიღომში აშენდება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდება და რომლის აქტიური მშენებლობაც მარტში დაიწყება, ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი. ეს არის 15 ჰექტარზე განთავსებული მომავალი ქალაქი. ასევე გაფართოვდება კომაროვის სკოლა. კომაროვი არის ქართული განათლების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ამიტომ ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს როგორც კომაროვს, ასევე სხვა ასეთ წარმატებულ სკოლებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ სწორედ დიდ დიღომში იქნება წარმოდგენილი კომაროვის ახალი სკოლა. ანუ დარჩება კომაროვის ძველი სკოლაც და დაემატება ახალი. შესაბამისად, გაცილებით მეტ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი დონის განათლება,"- განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლდება 8 სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა