ნატო-ს წევრი ქვეყნები მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელს მოაწერენ

დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნები მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელს მოაწერენ.

მაკედონიის მხრიდან პროტოკოლს ხელს მოაწერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლ დიმიტროვი.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღეს ისტორია დაიწერება.

„6 თებერვალს ისტორიას დავწერთ: ნატო-ს მოკავშირეები მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ხელს მოაწერენ პროტოკოლს მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, მას ამიერიდან რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდება. აღნიშნულის სანაცვლოდ საბერძნეთი არ დაბლოკავს მაკედონიის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება 2020 წლის გაზაფხულს იქნება შესაძლებელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა