უზენაეს სასამართლოსთან საინიციატივო ჯგუფის წევრების აქცია მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოსთან საინიციატივო ჯგუფის წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მართლმსაჯულების გადასარჩენად შეიკრიბნენ.

სასამართლოსთან იმყოფებიან: ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის კოლეგებთან ერთად აპირებს ბრძოლას.

„რამდენიმე წლის წინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს შენობაში სულხან მოლაშვილის საქმე წყდებოდა, ლევან მურუსიძემ ხელი მოაწერა, რომ ეს ადამიანი დაეტოვებინა პატიმრობაში. მოსამართლე ნუნუ კვანტალიანმა კი დაწერა განსხვავებული აზრი და თქვა, რომ მოლაშვილი უდანაშაულო იყო. ნუნუ კვანტალიანის მსგავსად რომ მოქცეულიყო მურუსიძე, სულხან მოლაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. ჩემი აზრით, პირდაპირ არა, მაგრამ სულხან მოლაშვილი მოკლა, როცა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მურუსიძე ამბობს, რომ არაფერი გამიფუჭებიაო. აბა,ნუნუ კვანტალიანმა როგორ გამოთქვა აზრი?! კვანტალიანი აქედან გააგდეს და ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშნეს. ეს არის ბოროტება და სიბინძურე, რაც საკუთარ თავს გაუკეთა დღევანდელმა ივანიშვილ-მურუსიძის ხელისუფლებამ", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა