თბილისში ნარჩენების დახარისხება დაიწყო

თბილისში ნარჩენების დახარისხება დაიწყო და უკვე სეპარაციის 25 სტენდია, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ განათავსონ დახარისხებული ნარჩენები - PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი( CENN) ავრცელებს.

აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს კომპანია „სუფთა სამყარო“, რომელიც ნარჩენებს წინასწარ ამუშავებს და აწვდის გადამამუშავებელ კომპანიებს: ქაღალდსა და შუშას ადგილობრივ კომპანიებს, ხოლო პლასტმასას და ალუმინს ექსპორტზე გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის, თურქეთსა და უკრაინაში.

„ნარჩენების დახარისხების სტენდები USAID-ის მხარდაჭერით, CENN-ის პროგრამის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II) და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

საქართველოში წელიწადში 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, ამ ნარჩენების უმეტესი ნაწილი – ორგანული ნარჩენი, ქაღალდი, მეტალისა და პლასტმასის ნარჩენები – გადამუშავებადია. ნარჩენების გადამუშავების შედეგად მცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, იზოგება ბუნებრივი რესურსები და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა