თელავის რაიონულმა სასამართლომ ველისციხის ინციდენტის მონაწილე ქეთევან მირიანაშვილის საქმე განიხილა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის მონაწილე ქეთევან მირიანაშვილის საქმე განიხილა.

მხარეებმა დღევანდელ წინა სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა სია სადავოდ ცნო.

ქეთევან მირიანაშვილი წარდგენილ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით 3500 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს. მორიგი სასამართლო სხდომა 2019 წლის 14 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო