დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ სენატორს ჯეიმს რიშს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რესპუბლიკელ სენატორთან ჯეიმს რიშთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ბოლო წლებში შეერთებული შტატების კონგრესთან თანამშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს.

„ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესის მხრიდან საქართველოს გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რაც გამოიხატა მათ შორის აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებით, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული კანონპროექტი ახალი მოწვევის კონგრესში ასევე მოიპოვებს მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცება სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში და საქართველოს გააჩნია აშშ-ს კონგრესის ოპერატიული მხარდაჭერა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა კონგრესმენს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის დესტრუქციული ქმედებების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე არსებული ურთულესი ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა აშშ-ს კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

აღინიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ხაზი გაესვა აშშ-ს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. კონგრესმენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას და აშშ-ს ერთგულებას ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის რეფორმებს, ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, ხაზი გაესვა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, მათ შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით და ამ მხრივ აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერის მნიშვნელობას“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო